პროექტის სახელი: შობა
პროექტის მოკლე აღწერა: საშობაოდ მორთულ დარბაზში ნაძვის ხის გარშემო შეკრებილან სხვადასხვა ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ზღაპრის გმირების კოსტუმებში (წითელქუდა, მგელი, ფიფქია, ჯუჯები, თოვლის ბაბუა, ბურატინო, კეთილი ფერიები) გამოწყობილნი ლექსებით , სიმღერებით და ცეკვებით ეგებებიან შობას, თავისთან იხმობენ დიდი ხნის მონატრებულ თოვლის ბაბუას. ზღაპრის გმირები თავ თავიანთი ზღაპრებიდან გაითამაშებენ ინსცენირებებს. ამ დოს დარბაზში შემოდის შორი გზიდან მომავალი , დაღლილი თოვლის ბაბუა, რომელსაც ბავშვების დანახვისთანავე ავიწყდება დაღლა და სიმღერით ესალმება ყველას, გახსნის ხურჯინს და ყველას საჩუქრებს დაურიგებს. ამის შემდეგ ყველა ერთმანეთს ჩაკიდებს ხელს და ნაძვის ხის გარშემო იმღერებენ "ალილოს".
მონაწილეთა ასაკი: 9-10წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 12.11-დან-29.12-მდე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები ამზადებენ საჩუქრები, ეუფლებიან მხატვრულ კითხვას.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: დაეუფლონ ჯგუფურ მუშაობას(დაამზადებენ საშობაო საჩუქრებს და აქსესუარებს)
სარგებელი სხვებისთვის: მაყურებელი მიიღებს ესთეტიკურ სიამოვნებას.
სამუშაო ენა: ქართული ენა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შრომა-ისწავლიან სხვადასხვა აქსესუარებისა და საჩუქრების დამზადებას. მუსიკა- ის წავლიან სხვადასხვა სიმღერებს . ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი და შემოქმედებითი რეფლექსური აძროვნების უნარი.
პროექტის ფასილიტატორი: მანანა მათოზაშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: manchom03@gmail.com
воскресенье, 4 октября 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)